პროექტები და ღონისძიებები

პროექტის სახელი: საქართველოს კუთხეები
პროექტის მთავარი იდეა: საქართველოს თითოეული კუთხის მოკლე დახასიათება და გაცნობა.
პროექტის აქტუალობა: საქართველოს კუთხეების მრავალფეროვნების გაცნობა,მათი განსხვავებული  ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შესწავლა..
პროექტის მიზნები: მოსწავლემ შეძლოს უცხო და  მშობლიური კულტურული და სოცოიკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება, ასევე  ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფრეროდან, უცხო და მშობლიური გარემოს ერთმანეთთან შედარება.
მონაწილეთა ასაკი: 6-12
ვადები ხანგრძლივობა: 2 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები იგებენ საქართველოს კუთხეების ისტორიას, გეოგრაფიულ მდებარეობას, აღწერენ მათ ღირსშესანიშნაობებს, ისტორიულ ეთნოგრაფიული ძეგლებს, წარმიადგენენ ინფორმაციას წერილობით, ჩანახატებით, წარმოდგენილი იქნება სურათების გალერეა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფანქარი,კალამი, თაბახის ფურცელი, ფერადი ფანქრები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი

პროექტის მსვლელობა:  მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, მიღებული ცოდნის  ერთმანეთთან გაზიარება, ჯგუფური მუშაობები,მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით ჩანახატების შესრულება, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა.

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური, ბუნება, ხელოვნება, ისტორია,
უცხ.დ.IV.15. მოსწავლეს შეუძლია უცხო და მშობლიური კულტურული და
სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • პოულობს სოციოკულტურულ კონტექსტებში (მაგ., დღესასწაულები, სკოლა, გართობა, ოჯახი და სხვა) გამოვლენილ კონკრეტულ მსგავსებებსა და განსხვავებებს.
.
უცხ.დ.III.12. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აკვირდება და ამოიცნობს სასწავლო მასალაში მოცემულ კულტურის, სოციოკულტურის რეალიებს (მაგ., სადღესასწაულო ზნე-ჩვეულება, კნინობითი ფორმები, ჟესტიკულაცია და სხვა);

პროექტის ხელმძღვანელი: მაია მაისურაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: makomaiko11@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი

No comments:

Post a Comment